🥕 პატარა მზრუნველების დიდი გაკვეთილი: როგორ ვასწავლოთ წესრიგი თამაშით
პეტი და ლუ პატარებისთვის უბრალო სათამაშო რომ არ არის, ამას მოწმობს ის გამოცდილება, რომ ბავშვებისთვის ჩვენი სათამაშოს ნაკრები პატარა სამყაროსავითაა, სადაც ისინი თავად ხდებიან თამაშის მთავარი ,,ორგანიზატორები“
ჩვენი სეტი მოიცავს ბაჭიას, სამ განსხვავებულ სამოსს, სტაფილოს თავისი ჩანთით და ტანსაცმლის ჩანთას. სწორედ ეს დეტალები ეხმარება ბავშვს, ისწავლოს წესრიგი ყველაზე ბუნებრივი გზით.
👗 პეტი ლუს ტანსაცმელების მრავალფეროვნება და პირველი არჩევანი
ნაკრებში შემავალი სამი განსხვავებული სტილის სამოსი ბავშვს საშუალებას აძლევს, თავად გადაწყვიტოს: რა აცვია ბაჭიას დღეს? სტუმრად მიდის, პარკში სასეირნოდ თუ დასაძინებლად ემზადება? ამ პატარა არჩევანით იწყება გემოვნების ჩამოყალიბება და რაც მთავარია, ბავშვი ხვდება, რომ თითოეულ ნივთს თავისი დანიშნულება აქვს.
🧺 წესრიგი, რომელიც Petit Lu_ს ჩანთიდან იწყება
ნაკრებს მოყვება ტანსაცმლის ჩანთა, სადაც ბაჭიას სამოსი ინახება. ეს არის საუკეთესო ინსტრუმენტი წესრიგის სასწავლებლად:
- თამაშის დასრულების შემდეგ, სამოსი თავის ჩანთაში ბრუნდება.
- სტაფილო თავის პატარა ჩანთაში ინახება.
როცა ბავშვი ხედავს, როგორ ლამაზად ლაგდება ბაჭიის ტანსაცმელი, მას ბუნებრივად უჩნდება სურვილი, საკუთარი ნივთებიც ასე მოწესრიგებულად შეინახოს.
🧼 გარეცხვა და შრობა – დამატებითი თავგადასავალი
ბუნებრივი ქსოვილები, რომლისგანაც ბაჭიას სამოსი იქმნება, იდეალურია „დიდობანას“ სათამაშოდ. ტანსაცმლის „გარეცხვა“ და გაფენა დამატებითი თამაშია, რომელიც ბავშვს ასწავლის, რომ ნივთებს მოფრთხილება და მოვლა სჭირდება. ეს პროცესი ხელს უწყობს პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
🚗 მზადება სამოგზაუროდ
სადმე მიდიხართ? ბავშვისთვის ყველაზე საპასუხისმგებლო დავალება პეტის ან ლუს მომზადებაა.
- "რა უნდა წაიღოს ბაჭიამ თან?"
- "ყველაფერი ჩავულაგეთ ჩანთაში?"
მსგავსი შემთხვევები ბავშვს ეხმარება დამოუკიდებლად აზროვნებაში – მან უნდა გათვალოს, რა დასჭირდება მის მეგობარს გზაში, რასაც მოგვიანებით საკუთარი ნივთების ჩალაგებაშიც გაითვალისწინებს.
რატომ პეტი და ლუ?
ჩვენი ბაჭიები და მათი აქსესუარები სწორედ ამ იდეის საფუძველზე იქმნება – ისინი არიან მეგობრები, რომლებიც ბავშვებს ზრუნვას, წესრიგს და პასუხისმგებლობას ასწავლიან. Petit Lu-ს ნაკრებით თამაში არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ პატარამ თავისი ნამდვილი ტანსაცმლისა და ნივთების მოწესრიგების მნიშვნელობა გაიაზროს და შეიყვაროს.
✨ აღმოაჩინეთ Petit Lu-ს სეტები – სადაც თამაში და განვითარება ერთმანეთს ხვდება!