ჩვენ შესახებ
Petit Lu საქართველოში შექმნილი სათამაშოების ბრენდია, რომლისთვისაც ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია.
მარტივი დიზაინი, პასტელური ფერები და ხელნაკეთი დეტალები განსაკუთრებულ ესთეტიკას ქმნის.
პეტი და ლუ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშო. ისინი ბავშვების ჯადოსნური სამყაროს მეგზურები არიან.
ჩვენი ბაჭიები მალევე ხდებიან ბავშვების განუყრელი მეგობრები. ისინი სულ თან დაჰყავთ — სახლში, ეზოში, სიზმრებში თუ მოგზაურობისას.
Petit Lu თამაშით ავითარებს, ბავშვს ეხმარება სამყაროს აღმოჩენაში და ზრდაში. ერთობლივი თამაშით, იგი აახლოვებს ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
მისია
Petit Lu-ს მისიაა შექმნას ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და დახვეწილი ესთეტიკის სათამაშოები, რომლებიც პატარების ჯადოსნურ მეგზურებად და განუყრელ მეგობრებად იქცევიან.
ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვების წარმოსახვის გაფართოებას, განვითარებას და ოჯახის წევრების დაახლოებას, რათა ყოველი ერთობლივი თამაში თბილ და დაუვიწყარ მოგონებად იქცეს.
ხედვა
გვსურს Petit Lu გახდეს თითოეული ოჯახის სანდო თანამგზავრი და პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც ბავშვებს საყვარელი მოგონებების შექმნაში ეხმარება.
ჩვენი მიზანია, ბაჭიები სათამაშოებიდან ბავშვების უპირველეს მესაიდუმლეებად, ხოლო ყოველი თამაში, დაუვიწყარ თავგადასავალად და აღმოჩენების სიამოვნებად ექცეთ.