Petit Lu

ხშირად დასმული კითხვები

ყველაზე ხშირი კითხვები ჩვენს ხელნაკეთ ეკო სათამაშოებზე — ასაკი, მასალა, შეკვეთა, მიწოდება და მოვლა.

Petit Lu-ს სათამაშოები რამდენი წლის ბავშვებისთვისაა?
Petit Lu-ს ყველა სათამაშო დამზადებულია ჰიპოალერგიული, ბავშვებისთვის უსაფრთხო მასალისაგან და დაშვებულია 0+ ასაკიდან. ისინი განსაკუთრებით პოპულარულია 0-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სათამაშოები ხელნაკეთია?
დიახ, Petit Lu-ს ყველა პროდუქტი 100% ხელნაკეთია. თითოეული სათამაშო მცირე პარტიებით იქმნება ან/და იწარმოება თბილისში, საქართველოში, რაც გარანტიას გვაძლევს ხარისხის კონტროლზე.
სათამაშოები რა მასალისაგანაა დამზადებული?
Petit Lu-ს სათამაშოები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა, ჰიპოალერგიული, კანონმდებლობის შესაბამისად სერტიფიცირებული მასალებისგან, რომლებიც უსაფრთხოა ყველაზე პატარა ბავშვებისთვისაც. ვიყენებთ მხოლოდ ტესტირებულ, ბავშვთა ნორმებთან შესაბამის შიგთავსს.
როგორ შევუკვეთო სათამაშო?
შეკვეთა შეგიძლიათ პირდაპირ ჩვენს ვებგვერდზე petitlu.com-ზე — აირჩიეთ სასურველი პროდუქტ(ებ)ი, დააჭირეთ „კალათაში დამატებას" და გადადით გადახდაზე. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Instagram-ზე @petit.lu_store ან Facebook-ზე.
გაქვთ მიტანის სერვისი?
დიახ, ვახორციელებთ მიტანას მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მიტანის დეტალებს და პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ მიწოდების პირობებში.
Petit Lu-ს სათამაშოები კარგი საჩუქარია?
Petit Lu-ს პროდუქტები ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საჩუქარია დაბადების დღეებზე, ახალშობილის დაბადებისას თუ უბრალოდ ბავშვების გასახარებლად. ყველა სათამაშო სიყვარულითა და დეტალებზე ორიენტირებითაა შექმნილი, რასაც ბავშვები პირველივე შეხებიდან გრძნობენ.
სათამაშოს გარეცხვა შეიძლება?
დიახ, Petit Lu-ს სათამაშოები ირეცხება. გირჩევთ ხელით ან ნაზი რეჟიმით გარეცხვას 30°C ტემპერატურაზე. ზუსტი მოვლის ინსტრუქციისთვის იხილეთ ეტიკეტი ან დაგვიკავშირდით.

ვერ იპოვეთ პასუხი?

დაგვიკავშირდით