უკან ბლოგზე

პატარა მეგობარი დიდ თავგადასავალში

რატომ შეიძლება გახდეს საყვარელი სათამაშო ბავშვისთვის განსაკუთრებული საჩუქარი სკოლაში წასვლისას?

"შენ ახალ თავგადასავალს იწყებ. მე კი მინდა, რომ ამ გზაზე პატარა მეგობარი გყავდეს."

სკოლაში წასვლა ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი პირველი დიდი ცვლილებაა. ახალი ჩანთა, ახალი საკლასო ოთახი, ახალი მასწავლებელი, ახალი მეგობრები — წინ ბევრი საინტერესო რამ ელოდება, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ჩნდება ისიც, რაც ბავშვისთვის სრულიად ახალი და უცნობია.

სკოლისთვის მზადებისას ბავშვისთვის ვარჩევთ ყველაფერს, რაც ახალ ეტაპზე დასჭირდება — ჩანთას, საკანცელარიო ნივთებს, ტანსაცმელს. თუმცა არსებობს საჩუქარი, რომელსაც პრაქტიკულზე მეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს — პატარა მეგობარი, რომელიც ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი იქნება.

როცა სათამაშო მეგობრად იქცევა

ჩვენს პატარებს ხშირად უყალიბდებათ განსაკუთრებული კავშირი საყვარელ სათამაშოებთან. დროთა განმავლობაში ის შეიძლება უბრალოდ ნივთიდან მათი ყოველდღიურობისა და წარმოსახვითი სამყაროს ნაწილად იქცეს.

ამ კავშირს იკვლევდნენ Masanori Yamaguchi და Yusuke Moriguchi, Kyoto University-ის მკვლევრები. მათ კვლევაში 0-9 წლის ბავშვების 700 მშობელი მონაწილეობდა, რომელთაგან 417-ის თქმით, მათ შვილს ჰქონდა ისეთი ნივთი, რომელთანაც განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ასეთი ნივთების როლიც — უფროსი ბავშვები უფრო ხშირად ირჩევდნენ რბილ სათამაშოებს და მათ ადამიანურ თვისებებს ანიჭებდნენ.

ბავშვი სათამაშოს არქმევს სახელს, ელაპარაკება, უვლის, მასთან ერთად თამაშობს და საკუთარ წარმოსახვით სამყაროში აქცევს. ის შეიძლება გახდეს მეგობარი, რომელსაც ბავშვი თავის პატარა საიდუმლოებებს უზიარებს, მასთან ერთად იძინებს ან უბრალოდ გვერდით ისვამს მაშინ, როცა დღის ემოციებისგან დასვენება სჭირდება.

ნაცნობი მეგობარი ახალ გარემოში

სწორედ ამიტომ შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდეს ასეთი მეგობარი მაშინ, როდესაც ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

სკოლის პირველ დღეებში ყველაფერი ახალია. ბავშვს უწევს ახალ გარემოსთან შეგუება, ახალი ადამიანების გაცნობა და საკუთარი ნაცნობი სამყაროსგან რამდენიმე საათით გასვლა. ასეთ დროს საყვარელი ნივთი შეიძლება მისთვის სიმშვიდისა და შინ ყოფნის განცდასთან იყოს დაკავშირებული.

საჩუქარი, რომელიც მოგონებად რჩება

Back to School-ის საჩუქარი ყოველთვის არ უნდა იყოს მხოლოდ ის, რაც ბავშვს სკოლაში დასჭირდება.

ზოგი საჩუქარი პრაქტიკულია და თავისი დანიშნულება აქვს. ზოგი კი ემოციას ინახავს.

პატარა ბაჭია შეიძლება სწორედ ასეთი საჩუქარი გახდეს — ისეთი, რომელსაც ბავშვი სკოლის დაწყებისას მიიღებს და რომელიც დროთა განმავლობაში ამ მნიშვნელოვანი პერიოდის მოგონებად იქცევა. შესაძლოა აღარ ახსოვდეს, რომელი ჩანთა ჰქონდა პირველ კლასში ან რომელი ფანქრებით დაიწყო წერა, მაგრამ ახსოვდეს ბაჭია, რომელსაც მაშინ დაარქვა სახელი, თავის საწოლში იწვენდა და ყოველ საღამოს ელაპარაკებოდა.

სწორედ ასე იქცევა სათამაშო ბავშვობის მოგონებად.

შესაძლოა, სწორედ ამიტომ იყოს პატარა მეგობარი ერთ-ერთი ყველაზე თბილი Back to School საჩუქარი.

არა იმიტომ, რომ ბავშვს კიდევ ერთი ნივთი სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ ახალი თავგადასავლის დაწყებისას მას შეიძლება ჰქონდეს რაღაც პატარა, ნაცნობი და საყვარელი, რომელიც ეტყვის: „შენ ახალ თავგადასავალს იწყებ. მე კი მინდა, რომ ამ გზაზე პატარა მეგობარი გყავდეს.“

Petit Lu — ბავშვობის საუკეთესო მოგონება

Petit Lu-სთვის ბაჭიები მხოლოდ სათამაშოები არ არის. ისინი იქმნება იმისთვის, რომ გახდნენ ბავშვის პატარა სამყაროს ნაწილი — მეგობრები თამაშში, თანამგზავრები ყოველდღიურ რიტუალებში და ის ნივთები, რომლებსაც წლების შემდეგაც განსაკუთრებული ემოცია მოჰყვება.

იხილეთ კოლექცია